პარლამენტის წინ აქციაზე ახალგაზრდები ცეკვავენ
პარლამენტის წინ, შენობის კიბეებზე, შეკრებილია რამდენიმე ათასი ახალგაზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის და შს მინისტრის გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციაზე ჩართულ ელქტრონულ მუსიკას , რომელსაც დიჯეი მარათავს, აყოლილია თითქმის მთელი ახალგაზრდობა. ანა სუბელიანი, აქციის ერთ ერთი ორგანიზატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამბობს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მისი თმით, აქციას ემხრობიან, საია, „თანასწორობის მოძრაობა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და სხვა ორგანიზაციები. "აქ შეკრებილნი ვართ ისინი, ვინც თავისუფლები მომხრეა. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის თავისუფლებას", - ამბობს ანა სუბელიანი. აქციაზევე, „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტმა, გიორგი თაბაგარმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრა არ იყო მხოლოდ კლუბებზე დარტყმა. ეს იყო დარტყმა პროგრესული სოციალური მოძრაობების მიმართ: „რეალურად, ეს სცდება მხოლოდ საკლუბო სივრცეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არაფორმალური მმართველობა არის პრობლემური და მხოლოდ პრემიერმი-ნისტრის და შს მინისტრის გადაყენებით პრობლემა არ შეიცვლება", -თქვა გიორგი თაბაგარმა" - "ამის მიუხედავად, ჩვენ არ გავჩერდებით. აქციები გაგრძელდება. აქედან ფეხს არ მოვიცვლით. ეს არის ბრძოლა თავისუფალი სივრცისთვის".