ევროკავშირი ირანთან ბირთვული შეთანხმების ერთგული დარჩება, სანამ თეირანი შეასრულებს მის პირობებს
ევროკავშირი ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების ერთგული იქნება, სანამ ისლამური რესპუბლიკა შეასრულებს 2015 წელს მიღწეული ამ დოკუმენტის პირობებს, - ბირთვული პროგრამის შეზღუდვას სანქციების შერბილების სანაცვლოდ, განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, მიგელ არიეს კანიეტემ 19 მაისს. კანიეტემ, თეირანში, ბირთვულ სფეროში ირანის უზენაესი კოორდინატორთან, ვიცე პრეზიდენტ ალი აქბარ სალეჰისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, აგრეთვე, რომ ირანელი მეგობრები, მათი მხრივ, ამასვე ამბობენ. კანიეტემ განაცხადა ირანის დედაქალაქში, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ვაჭრობის განვითარებას, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს ირანის ეკონომიკისთვის. კანიეტეს განცხადებები მოჰყვა ევროპის კომისიის მიერ ზომების გამოცხადებას, რათა თავიდან ააცილონ ევროპის ფირმებს აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული ახალი სანქციები.