მეტრო "რუსთაველთან" მეტროს მემანქანეთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
უფლებადამცველთა შეფასებით, სასამართლომ მეტროს თანამშრომლებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შეუზღუდა. ისინი განჩინების გასაჩივრებას აპირებენ.
მეტროს მემანქანეები, უკვე რამდენიმე კვირაა, წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტრო არ გაიფიცება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს პროფკავშირს „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით.

