თურქმენი ჟურნალისტი ნეპესკულიევი ციხიდან გამოვიდა
თურქმენი ჟურნალისტი და რადიო „თავისუფლების“ თანამშრომელი საფარმამედ ნეპესკულიევი გათავისუფლდა ციხიდან, რომელშიც სამი წელი დაჰყო ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ნეპესკულიევი პატიმრობიდან 19 მაისს გათავისუფლდა.