ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საბერძნეთი და მაკედონია შეძლებენ დაპირისპირების დაძლევას
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საბერძნეთი და მაკედონია შეძლებენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელთან დაკავშირებული ათწლიანი დავის გადაჭრას, რის შემდეგაც მაკედონია მიიღებს ოფიციალურ მოსაწვევს ნატოსგან. 25 მაისს რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოწვევის შემდეგ ქვეყანას არ დასჭირდება დიდი დრო ალიანსში გაწევრიანებისთვის.ევროკავშირისა და ნატოს წევრი საბერძნეთი მრავალი წლის განმავლობაში ბლოკავს მაკედონიის ძალისხმევას მიუერთდეს ორთავე ორგანიზაციას. ათენი ამტკიცებს, რომ სახელწოდება „მაკედონია“ გულისხმობს ტერიტორიულ პრეტენზიას საბერძნეთის პროვინცია მაკედონიაზე. გაეროს შუამავალმა, რომელიც საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მოლაპარაკებებს უწევს კოორდინაციას, 25 მაისს აცნობა ჟურნალისტებს, რომ საკითხის გადაწყვეტა მომწიფდა და ორივე მხარე აღსავსეა გამბედაობით, რათა მიაღწიონ შეთანხმებას.