რომან გოცირიძე: სისტემამ ჩაიდინა დანაშაული
საქართველოს პარალმენტის წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოითხოვს გადადგეს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, თანამდებობა დატოვოს მთავარმა პროკურორმა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყოფილ პროკურორ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ. რომან გოცირიძე ასევე აკრიტიკებს მთავარი პროკურორის გადაწვეტილებს საქმის გამოსაძიებლად საქართველოში მოიწვიოს საერთაშორისო პროკურორები და ექსპერტები. დეპუტატის თქმით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე, არამედ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა სხვა დანაშაულის გამოსაძიებლად. „რატომ მფარველობს პროკურატურა მკვლელებს? იმიტომ, რომ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ უფრო დიდ დანაშაულში. დავაყენოთ მეორე კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც გაარკვევს იმას, თუ ვინ და რატომ გაიყვანა საკნიდან ვანო მერაბიშვილი. მონაწილეობდა თუ არა მასში მირზა სუბელიანი, რომელიც ოქროს მოწმეა მერაბიშვილის საქმეში და გაშანტაჟებთ. ამის გარშემო ტრიალებს მთელი მართლმსაჯულება. თუ თქვენ გამოძრავებთ კეთილი ზრახვები, კენჭი ვუყაროთ მეორე კომისისიის შექმნასაც. მესმის რომ მძიმე მდგომარეობაში ხართ, რადგანაც სისტემამ უკვე ჩაიდინა დანაშაული, სისტემამ, რომლის სათავეში დგას ბატონი ივანიშვილი და თქვენ კი მისი ნაწილი ხართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.