პრემიერ-მინისტრს აქციაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს
უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ისინი მთავრობის მეთაურს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ზაზა სარალიძემ მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა მათ ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს და კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით,კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა.