ვაკის პარკში 1 პირი და რუსთაველის გამზირზე ორი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა
3 ივნისს ვაკის პარკთან და რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით სულ სამი პირი დააკავეს. მათგან ერთი ვაკის პარკთან სახალხო დამცველის შეურაცხყოფის ფაქტზეა დაკავებული და წვრილმანი ხულიგნობა ედება ბრალად, ორი კი რუსთაველზე, გზის გადაკეტვის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე მას მუშაობაში ხელი შეუშალეს. ომბუდსმენის თქმით, თუ შესაბამისი უწყება გამოძიებას დაიწყებს, მზად არის, თანმხლებ პირებთან ერთად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.