აშშ-ისა და რუსეთის უმაღლესი ჩინის გენერლები ევროპის უშიშროების საკითხებს განიხილავენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსანი გენერლები ჰელსინკიში განიხილავენ ევროპული უსაფრთხოებისა და დაძბულობის შემცირების საკითხებს. „ინტერფაქსის“ ცნობით მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსვალერი გერასიმოვს და აშშ-ის შეარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდს შორის. ოფიციალურ ვაშინგტონს ორ გენერალს შორის შეხვედრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.