შსს: „112“-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ფეისბუკის გვერდზე შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.
"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.