ტრამპის პრესმდივნისთვის უცნობია პრეზიდენტის სიტყვები, რომ ყირიმი რუსეთისაა
თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მართლაც მიიჩნევს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ყირიმს რუსეთის ნაწილად იმის გამო, რომ ნახევარკუნძულის მცხოვრებნი რუსულად ლაპარაკობენ. სანდერსმა უპასიხა, რომ ასეთი ნათქვამი მისთვის უცნობია, თუმცა იცის მედიით გავრცელებული ინფორმაცია. „არ ვაპირებ კომენტარს კერძო საუბარზე, რომელშიც არ ვმონაწილეობდი და რომლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

