ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვლადიმირ პუტინმა გააცნო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მატჩის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ის ქვეყნების ლიდერებისთვის გამართა მიღება, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფაშინიანის ინფორმაციით, ის და ალიევი ერთმანეთს პუტინმა წარუდგინა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერთმანეთს მხოლოდ მიესალმნენ და შინაარსობრივი ურთიერთობა და საუბარი არ ჰქონიათ.

