რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა
15 ივნისს, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებში დუისსა და ბირკიანში სპეცრაზმელები არიან მობლიზებულნი. მისივე ცნობით, სოფლებში მოძრაობდა რუსული სანომრენიშნიანი რამდენიმე ავტომაქანა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის ფოტოსურათით, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილება და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

