"ევროპულ საქართველოს" მთავარი პროკურორობის კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია
მიუხედავად „ევროპული საქართველოს“ განცხადებისა, რომ პარტიამ შალვა შავგულიძე წარადგინა, ის ჯერჯერობით არ არის საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე 14 ივნისის მდგომარეობით გამოქვეყნებულ შვიდ კანდიდატს შორის.
„შალვა შავგულიძე წარვადგინეთ საჯაროდ, გავაკეთეთ შესაბამისი განცხადება. აუცილებლად ჩავეტევით ვადებში და წარვადგენთ ოფიციალურადაც ყველა პროცედურის დაცვით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
იუსტიციის მინისტრმა, რომელიც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეცაა, მთავარი პროკურორის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს გაეგზავნა მიმართვა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

