მაკედონიაში დააკავეს 25 ადამიანი სახელწოდების გასაპროტესტებელ აქციაზე
მაკედონიაში დააკავეს 25 დემონსტრანტი, რომელიც მონაწილეობდა აქციაში ქვეყნის სახელწოდებაზე საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 ივნისის განცხადებით, დედაქალაქ სკოპიეში გამართული აქციის დროს დაშავდა შვიდი პოლიციელი და კიდევ ორი ადამიანი. განცხადებაში ნათქვამი არ არის, დაშავდნენ თუ არა დემონსტრანტები. 17 ივნისს სკოპიეში 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა ლოზუნგებით, როგორიცაა „უარს არ ვიტყვით ჩვენ სახელზე“. მანამდე მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ეწოდოს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. შეთანხმებას შეუძლია გზა გაუხსნას ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას, მაგრამ ნაციონალისტები როგორც მაკედონიაში, ისე საბერძნეთში, გადაჭრით ეწინააღმდეგებიან სახელწოდების შესახებ დავის ასე მოგვარებას.