საქართველოს მთავრობა ჟენევის ფორმატის შეცვლას არ აპირებს
„მიუხედავად იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი არ არის, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე“, - განაცხადა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მიმდინარე საპარლამენტო სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის გადაწყვეტის და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხი. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო დღის წესრიგში თემის მაღალ დონეზე დაყენებითაც.