ევროკავშირი ბრიტანეთს: დრო იწურება „ბრექსიტის“ შეთანხმების მისაღწევად
ევროკავშირი მოუწოდებს ბრიტანეთს წარმოადგინოს „რეალისტური“ გეგმა ე.წ. ბრექსიტის პროცესისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაერთიანების დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე განუცხადა: „ბევრი სამუშაო დაგვრჩა და ყველაზე რთული ამოცანები ჯერ კიდევ გადაუჭრელიაო“. ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ, რომელიც ბრექსიტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის დროს მათ შეძლეს გარკვეული პროგრესის მიღწევა, თუმცა მან განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და რომ ორ მხარეს შორის კვლავინდებურად რჩება კარდინალურად განსხვავებული პოზიციები. დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს საბოლოოდ დატოვებს 2019 წლის მარტის ბოლოსთვის. ეს პროცესი მას შმედგე დაიწყო, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფი, რის შედეგადაც დაიწყო პროცესი, რომელიც კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლით დასრულდება.