ვლადიმირ პუტინის საქმიანობის მხარდამჭერი რეიტინგი ერთ კვირაში 9 %-ით დაეცა
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის ახალი რეიტინგის თანახმად , 9 %-ით შემცირდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი რეიტინგი. კვლევითმა ორგანიზაციამ 80 რეგიონში, 1000 რესპონდენტი გამოკითხა 17-დან 24 ივნისის ჩათვლით. თვის დასაწყისიდან კი პუტინის საქმიანობის მხარდამჭერი რეიტინგი 15%-ით შემცირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის მკვეთრი კლება დაადასტურა ასევე „ლევადა-ცენტრის“ ბოლო გამოკითხვამ. კერძოდ, გამოკითხულთა 24%-ი უპირობოდ უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას. აპრილში ეს ციფრი 33%-ს შეადგენდა. 41%-ი უფრო უჭერს მხარს (აპრილში 46%), 21 %-ი უფრო არ უჭერს (აპრილში 13%) და 10%-ი უპირობოდ არ უჭერს მხარს (აპრილში 5%-ი). სოციოლოგები მხარადაჭერის კლებას უკავშირებენ სამზადისში მყოფ საპენსიო რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის საწინააღმდეგო პეტიციას საიტზე change.org უკვე 2,5 მილიონმა კაცმა მოაწერა ხელი.