რუსეთის ინგუშეთის რეგიონში უფლებადამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბინა გაჩხრიკეს
რუსეთის ავტონომიურ რეგიონ ინგუშეთში, გამომძიებლებმა ნიღბიანი პოლიციელების თანხლებით გაჩხრიკეს უფლებადამცავ მაგომედ მუცოლგოვის ბინა. 30 ივნისის ჩხრეკა დილით ადრე მოხდა. მუცოლგოვი უფლებადამცავი ორგანიზაცია „მშვიდობის“ ხელმძღვანელია. ორგანიზაციამ ცნობა ამის შესახებ თავის საიტზე გაავრცელა. ცნობაში არაფერია ნათქვამი ჩხრეკის მიზეზის შესახებ და, სამართალდამცველებს მათი მხრივ, ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. რუსულენოვანი პორტალი, „კავკაზსკი უზელი“, რომელიც კრიტიკულ მასალებს აქვეყნებს ხოლმე ჩრდილოეთ კავკასიაში ხელისუფლების მიმართ, იტყობინება, რომ მუცოლგოვს პროკურატურამ მიმართა მისი ბლოგის თაობაზე, რომელიც ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „კავკაზსკი უზელი“ ჯგუფ "მემორიალმა" დაარსა 2001 წელს. ის აქვეყნებს მასალებს ჩრდილოკავკასიის რეგიონის და ასევე, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის გამო. ჯგუფ „მშვიდობას“ რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოელი აგენტის" სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსით მოქმედ ჯგუფებად მიიჩნევიან ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.