ბელგიის საფეხბურთო ნაკრებმა იაპონიის გუნდი დაამარცხა
2 ივლისს გაიმართა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ერთი, მეოთხე მერვედფინალური მატჩი ბელგიის და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. თავიდან იაპონელები დაწინაურდნენ და თამაში მიჰყავდათ ორი ბურთის უპირატესობით. მატჩის მეორე ნახევარში ბელგიელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს, სამი გოლი შეაგდეს მეტოქის კარში და გაიმარჯვეს ანგარშით, 3:2 . პარასკევს, 6 ივლისს ბელგიის ნაკრები ბრაზილიის გუნდს შეხვდება ყაზანში. 3 ივლისს დარჩენილი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება, ჯერ შვედეთის და შვეიცარიის ნაკრები გუნდება ითამაშებენ, მოგვიანებით კი ინგლისელები ხვდებიან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს.