ვლადიმირ კარა-მურზა ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან შეხვედრისას წამოჭრას პოლიტპატიმრების საკითხი
ცნობილი რუსი პოლიტიკური აქტივისტი და პუბლიცისტი, ვლადიმირ კარა-მურზა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუს კოლეგასთან 16 ივლისის შეხვედრისას წამოჭრას პოლიტპატიმრების პრობლემა. კარა-მურზამ 2 ივლისს ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი არ გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტების ტრადიციას - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრისას, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებელი ნაბიჯების გადადგმას. კაგებეს ყოფილი ოფიცრისათვის თანამოსაუბრის მზადყოფნა კომპრომისისათვის მისი სიუსტის ნიშანიაო, აღნიშნა კარა-მურზამ, რომელიც ჟენევაში ჩავიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით. ტრამპი 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდება პუტინს და აცხადებს, რომ შეეცდება ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. მას არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების პრობლემის წამოჭრას.