სოფელ ჭუბერში 150-მდე მაშველი რჩება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს სოფელ ჭუბერში, სადაც 5 ივლისს დღის განმავლობაში მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ადიდდა, სოფელი დატბორა და ხიდები წაიღო.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არცერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის გამეორების რისკი შეიძლება შექმნას.
სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი და 150-მდე მაშველი.