მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კონცენტრირებული იქნება ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზიის პროცესსა და ორ ქვეყანაში შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ფეხენიანის აეროპორტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდნენ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კიმ იონგ ჩოლი. მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონია 12 ივნისის უმაღლესი დონის შეხვედრა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტებს შორის, რომელზეც გადაწყდა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზების პროცესის დაწყება. მაიკ პომპეო 6-7 ივლისს გამართავს მოლაპარაკებებს ფხენიანში, საიდანაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი იაპონიაში გაემგზავრება.