მოსაცდელები და ტრანსპორტი - მგზავრების უკმაყოფილება ზაფხულში იზრდება
ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა. გარეუბნებში, საიდანაც ცენტრამდე რამდენიმე მიკროავტობუსი და ავტობუსი მოძრაობს, მოქალაქეებს წვიმის ან გაუსაძლისი სიცხის დროს ტრანსპორტის ლოდინი ღია ცის ქვეშ უწევთ.