კურიერის წამყვანმა თეა წულუკიანი ოდიოზურ მინისტრად მოიხსენა
Facebook Messenger Viber Twitter კურიერის წამყვანმა დიანა ჯოჯუამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე ინფორმაციის წაკითხვისას სიტყვა ოდიოზური გამოიყენა. როგორც უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში წერია, სიტყვას “ოდიოზური” რამდენიმე განმარტება აქვს – ეს არის საძულველი, ვინც ან რაც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, მეტისმეტად უსიამოვნო და არასასურველი.