სამი ავღანელი ბავში დაიღუპა ნაღმების აფეთქების შედეგად
სამი ბავშვი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთში, ღაზნის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ორი ნაღმის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 ივლისს ორივე ინცინდენტი ერთიმეორის მიყოლებით გილანის რაიონში მოხდა. აფეთქებისას ბავშვები მოედანზე თამაშობდნენ. იუწყებიან, რომ დაჭრილი ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.