თბილისში რობოტი სოფია ჩამოდის
17-19 ივლისს თბილისში დაგეგმილ "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე დასასწრებად თბილისში რობოტი სოფია ჩამოვა. რობოტი სოფია გაეროს კეთილი ნების ელჩია და ის გაეროს ჩამოჰყავს. რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა. საზოგადოებას კი პირველად 2016 წელს წარუდგინეს. მას ადამიანის მსგავსი გარეგნობა და ქცევები აქვს. გამოხატავს ემოციას. ჰუმანოიდი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო.