ტუსკმა აშშ-ს მოუწოდა, "დააფასოს" მოკავშირეებს
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარიგა ნატოს სამიტის წინ. ტუსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ლამის ყოველდღე აკრიტიკებს ევროპას“ თავდაცვის ხარჯების გამო და მოუწოდა აშშ-ს, „დააფასოს“ თავისი მოკავშირეები. ტუსკმა ეს განცხადება 10 ივლისს გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბრიუსელში ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე. „ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, ამერიკას არ ჰყავს და რა ეყოლება ევროპაზე უკეთესი მოკავშირე... ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშირეები. ბოლოს და ბოლოს, არც ისე ბევრი გყავს“. ამავე დროს ტუსკმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, მეტი ხარჯები გაიღონ საკუთარი თავდაცვისთვის, ვინაიდან, მისი თქმით, „ყველა პატივს სცემს მოკავშირეს, რომელიც კარგად არის მომზადებული და აღჭურვილი“.