თურქეთის პრეზიდენტი ბაქოს სტუმრობს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოანი ბაქოში ჩავიდა ხანმოკლე ვიზიტად თავისი ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ. 10 ივლისს, მოგვიანებით, ის ორ ნაწილად გაყოფილ კვიპროსს ეწვევა. 9 ივლისს ერდოანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და დაასახელა 16-წევრიანი კაბინეტი. ფინანსთა მინისტრად დაინიშნა ერდოანის სიძე, ბარათ ალბაირაქი. ახალი სისტემის თანახმად, რომელიც დამტკიცდა სადავო რეფერენდუმის დროს, გაძლიერდა პრეზიდენტის უფლებამოსილება და გაუქმდა პრემირ-მინისტრის პოსტი. თურქეთის პირველ აღმასრულებელ პრეზიდენტს, ერდოანს შეუძლია მართოს ქვეყნა დეკრეტებით, განსაზღვროს ბიუჯეტი და გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. აზერბაიჯანის ხანგძლივმა მმართველმა, პროეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უცხოეთში თავისი პირველი ვიზიტი, წელს აპრილში, კვლავ არჩევის შემდეგ, თურქეთში გამართა. ორ ქვეყანას ახლო ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან და ჰყავს საერთო მტერი ორ მაჰმადიანურ ქვეყანას შორის მოქცეული სომხეთის სახით. ალიევის და ერდოანის ოპონენტები აცხადებენ, რომ მათ ძალაუფლების შენარჩუნება შესძლეს სხვაგვარად მოაზროვნეების დევნის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ნორმების დარღვევით და არათავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით.