მინსკში გაიმართა ჟურნალისტ ძმიტრი ჰალკოს სასამართლო
ბელორუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია რეპორტაჟებით ომის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს ჰყავდათ დაკავებული 2014 წელს, ბრალდებულია პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმაში. ძმიტრი ჰალკოს სასამართლო 10 ივლისს დაიწყო მინსკში. ჰალკო აპრილში დააკავეს, როცა ის ბელორუსიაში შევიდა უკრაინიდან, სადაც რამდენიმე თვე ცხოვრობდა. გამომძიებლების თქმით, ჰალკო თავს დაესხა პოლიციელს და გაუტეხა მობილური ტელეფონი, როცა პოლიციელი მის ბინაში მივიდა მას მერე, რაც მეზობლები ხმაურის გამო საჩივრით მიმართეს პოლიციას. ჰალკო უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ არ დასხმია თავს პოლიციელს. 38 წლის ჰალკო ტრადიციული ბელორუსიულ-უკრაინული პერანგით, „ვიშივანკით“ გამოცხადდა სასამართლო დარბაზში. „ვიშივანკა“ უკრაინაში პატრიოტიზმის სიმბოლოდ და რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.