საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები ფინალში გავიდა
დღეს სანქტ-პეტერბურგში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხა ბელგიის გუნდი. გოლი გაიტანა მცველმა სამუელ უმტიტიმ. საფრანგეთი მესამედ გავიდა ფინალში. მეორე ნახევარფინალური მატჩი ოთხშაბათს გაიმართება მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე. ფინალში გასვლის უფლებისთვის იბრძოლებენ ინგლისისა და ხორვატიის გუნდები.