ნატოს სამხედრო მეთაური: ბალტიის რეგიონში ყოფნა „საჭიროა“ რუსეთის „აგრესიის“ შესაჩერებლად
ნატოს დამატებითი ძალების განთავსება ბალტიის რეგიონში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად „საჭირო ნაბიჯი“ იყო მოსკოვის აგრესიული ქმედების გამო, განაცხადა დასავლეთის სამხედრო ალინსის მაღალი რანგის მეთაურმა, კურტის სკაპაროტიმ, რომელსაც ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა უჭირავს. ამერიკელმა გენერალმა ნატოს სამიტის კულუარებში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას უთხრა 12 აპრილს, როცა ის შეეხო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე და პოლონეთში ბოლო თვეებში განთავსებულ დამატებით ჯარებს, რომ „ოთხი ბატალინი რუსეთისთვის მუქარას არ წარმოადგენს“, მაგრამ ოთხი ბატალიონი ამავე დროს არის რუსეთის ნებისმიერი აგრესიის რეალური შემაკავებელი ფაქტორი ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე, თქვა სკაპაროტიმ. შეკითხვაზე, მიაჩნია მას რუსეთი საფრთხედ თუ პოტენციურ მეგობრად ნატოსა და აშშ-სთვის, გენერალმა განაცხადა, რომ გვსურს რუსეთი ევროპის პროდუქტიული წევრი იყოს, მაგრამ პატივი უნდა სცეს და იმუშაოს მიღებული წესების თანახმად.