მძიმე ავარიის შემდეგ ვანო ზოდელავა უკვე 1 წელია კომაშია
Facebook Messenger Viber Twitter თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა თითქმის 1 წელია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 2017 წლის 21 ივლისს ის აზერბაიჯანიდან ტაქსტით თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. შემთხვევის დროს გარდაიცვალა ტაქსის მძღოლი, ვანო ზოდელავა კი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს და დღემდე უგონო მდგომარეობაშია, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ექიმები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.