ტრამპი: მოუთმენლად მოველი პუტინთან „მეორე შეხვედრას“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო რუსეთის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავისი ამასწინანდელი შეხვედრა, როგორც „დიდი წარმატება“ და განაცხადა, რომ მოუთმენლად მოელის პუტინთან „მეორე შეხვედრას“, რათა განახორციელონ ჰელსინკიში განხილული თემები. ტრამპმა 19 ივლისს ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში გააკრიტიკა პრესა, მისი აზრით, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის უარყოფითი გაშუქებისთვის. „რუსეთთან სამიტი დიდი წარმატება იყო“, წერდა ტრამპი, „ხალხის ნამდვილი მტრის, „ყალბი ამბების მედიის“ გამოკლებით. მოუთმენლად მოველი მეორე შეხვედრას, რათა შევძლოთ განხილული საკითხების განხორციელება, მათ შორის ტერორიზმის შეწყვეტა, ისრალის უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, კიბერშეტევები, ვაჭრობა, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, ჩრდილოეთი კორეა და სხვები, განმარტავს ტრამპი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში. „ამ პრობლემებზე ბევრი პასუხი არსებობს, ზოგი იოლია და ზოგიც რთული, მაგრამ ყველას მოგვარება შეიძლება, ფიქრობს აშშ-ის პრეზიდენტი. თეთრს სახლს არაფერი განუცხადებია ოფიციალურად პუტინის და ტრამპის შეხვედრების გაგრძელების თაობაზე. ტრამპი მძაფრად გააკრიტიკეს ამერიკელმა, მათ შორის წამყვანმა რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა 16 ივლისს პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჰელსინკიში პრესკონფეროენციაზე მისი გამოსვლის გამო.