რუსეთის მთავრობის სახლთან გამოფინეს რეჟისორ ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი ბანერი
მოსკოვში, რუსეთის მთავრობის შენობის წინ გამოფინეს უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი ბანერი. აქცია ორგანიზებული იყო „ღია რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების მიერ. ისინი ითხოვდნენ რუსეთის ციხეებში მყოფი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.