ავადმყოფობა თუ იძულება: რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე?
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზად ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ეს მიზეზი ბევრისთვის არასაკმარისად დამაჯერებელი აღმოჩნდა სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე.