პრეზიდენტმა აგვისტოს ომის მონაწილე ექიმები დააჯილდოვა
„დღეს მადლობას გეუბნებით თქვენ, ექიმებს, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცებისთვის. აღმაფრთოვანებელია თქვენი საქმიანობა, ხოლო თქვენი ღვაწლი ათი წლის წინანდელ ამბებში არ გვაკარგვინებს იმედს, რომ ჩვენი სამშობლო ისევ გამთლიანდება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ექიმები (ზოგიერთი მათგანი სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენებით დააჯილდოვა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისათვის.