25 კაცი დაიღუპა ქაბულში თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად
სულ მცირე 25 კაცი დაიღუპა და 35 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქის შიიტებით დასახლებულ რაიონში, თვითმკვლელი მოირიშის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. 15 აგვისტოს მომხდარი აფეთქების სამიზნე იყო დაშტ ე-ბარჩას რაიონში მდებარე ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმკვლელმა შენობის წინ აიფეთქა თავი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თვითმკვლელის თავდასხმის ფონია ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე სასტიკი ბრძოლები ორგანიზაცია თალიბანის რაზმებსა და სამთავრობო ჯარს შორის. 14 აგვისტოს თალიბებმა ხელთ იგდო ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო ბაზა ჩრდილოეთ ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში. დახოცეს 17 და ტყვედ აიყვანეს 40-ზე მეტი ჯარისკაცი.