სოჭში ერთმანეთს ხვდებიან რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები
15 აგვისტოს სოჭში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების მთელ სპექტრს, მათ შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს. რუსეთის შავიზღვისპირა ქლაქაში შეხვედრამდე, 2017 წლის ოქტომბერში, ვლადიმირ პუტინმა და ბერდიმუხამედოვმა აშხაბადში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშკერულებას. რუსეთსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობა გააფუჭრა ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში წარმოქმნილმა უთანხმოებამ. რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის შესყიდვა თურქმენეთიდან, რომელიც იმავდროულად საწვავით ამარაგებს ჩინეთს. თურქმენეთი ნეიტრალური ქვეყნის ატარებს სტატუსს , რის გამოც აშხაბადი არ არის რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებისა და ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების წევრი. პუტინ-ბერდიმუხამედოვის სოჭის შეხვედრის ფონია, 12 აგვისტოს სამიტი ყაზახეთში, სადაც ხელი მოეწერა კონვენციას კასპიიის ზღვის სტატუსზე.