იმრან ხანი შეუდგა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქმიანობა
პაკისტანში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა იმრან ხანი, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ კამათის საგნად ქცეული გამარჯვება მოიპოვა გასულ თვეში გამართულ არჩევნებში. ისლამაბადში გამართულ ცერემონიას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი მამნუნ ჰუსაინი. 65 წლის ხანი პრემიერის პოსტზე 17 აგვისტოს დაამტკიცა ეროვნულმა ასამბლეამ. ვარაუდობენ, რომ ის შექმნის კოალიციურ მთავრობას, რადგან მისმა პარტიამ ვერ მოაგროვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო 172 მანდატი. "მსურს მადლობა გადავუხადო ხალხს და ღმერთს, იმისთვის, რომ მომენიჭა ცვლილების მოხდენის საშუალება" - განაცხადა ხანმა პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ და დასძინა - "ყველას სათითაოდ მოგეთხოვებათ პასუხი, ვინც ეს ქვეყანა გაძარცვეთო". 25 ივლისს გამართულ არჩევნებზე აღინიშნა ზოგიერთ კანდიდატზე ზეწოლა, ყოფილი მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ ძირგამომთხრელი საქმიანობა და მედიის თვითცენზურა შესახებ - იუწყება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.