ფაშინიანის მომხრეებმა აქციით აღნიშნეს მეასე დღე მისი გაპრემიერებიდან
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ათი ათასობით მომხრე ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე გავიდა და პრემიერის პოსტზე მისი მუშაობის მეასე დღე აღნიშნა აქციით, რომელსაც "ეროვნული ერთიანობის დემონსტრაცია" უწოდეს. ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში მაისში, მოულოდნელად მოვიდა, მასობრივი ანტიკორუფციული გამოსვლების ორგანიზების შემდეგ, 17 აგვისტოს თავად წარუძღვა დემონსტრანტებს ქუჩაზე, სადაც, მისი თქმით, ის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა "მოიტაცეს" აპრილში გამართული აქციების დროს, რომლებსაც ბოლოს მაშინდელი პრემიერის, სერჟ სარგსიანის გადადგომა მოჰყვა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ დააჩქარებს რეფორმების ტემპს და რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ასევე აცნობა, რომ მალე შეამცირებს სამინისტროების და ბიუროკრატების რაოდენობას.