ბელორუსიის პრეზიდენტმა დაასახელა ახალი პრემიერი, შეცვალა მთავრობა
ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დანიშნა ახალი პრემიერი და მნიშვნელოვნად შეცვალა მთავრობის შემადგენლობა. პრეზიდენტის ვებსაიტზე 18 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებით ლუკაშენკომ განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერგეი რუმასი დაასახელა ანდრეი კაბიაკოს შემცვლელად პრემიერის პოსტზე. კაბიაკო მთავრობას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. ლუკაშენკომ ასევე დანიშნა ვიცე-პრემიერები და შეცვალა რამდენიმე მინისტრი. მთავრობის შეცვლის გეგმაზე ლუკაშენკომ 14 აგვისტოს, აღმოსავლეთ ბელორუსიაში ვიზიტისას მიანიშნა, როცა დაიჩივლა, რომ მისი დავალებები არ სრულდება.