ბრიტანეთი ევროპასა და აშშ-ს სანქციების კოორდინირებისკენ მოუწოდებს
მსოფლიო დემოკრატიული წესრიგი საფრთხის ქვეშაა და დასავლეთი უნდა გაერთიანდეს შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ, რომელთა შორის პირველია რუსეთი ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით - ამ გზავნილით გაემგზავრა თავის პირველ ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის საგარეო საქმთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი.
ტექსტში, რომელიც საერთაშორისო ოფისმა გაავრცელა ჯერემი ჰანტის ვიზიტის წინ ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს ევროკავშირს მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სანქციებს.
„ დღეს დიდი ბრიტანეთი სთხოვს თავის მოკავშირეებს წინ იარონ. მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააკეთოს ისე, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სრულყოფილ ხასიათს ატარებდეს და ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად მხარში ვუდგავართ აშშ-ს“- ნათქვამია მოხსენებაში.