საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში პროგრამის მიმდინარეობას განიხილავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდის, ბიზნეს-გარემოს, მმართველობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები შეხვედრებს მართავენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

