სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი გადადგა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ სოსო გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის მიზეზები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სამსახური მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა.