მაიკროსოფტი საუბრობს რუსეთის ჰაკერულ მცდელობებზე არჩევნების წინ
მაიკროსოფტი აცხადებს, რომ დაადგინა რუსეთის მხრიდან ახალი ჰაკერული მცდელობები, რომელთა სამიზნეა აშშ-ის პოლიტიკური ჯგუფები აშშ-ში ნოემბერში დანიშნული არჩევნების წინ. კომპანიის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან აქვს კავშირი, ყალბი დომეინები შექმნა, რათა მოქმედებაში მოეყვანა ვაშინგტონში მოქმედი, კრემლის მიერ კრიტიკულად განწყობილი ორი ანალიტიკური ცენტრის ვებსაიტების მსგავსი გვერდები. ამავე დროს, კომპანიის ცნობით, რუსეთის ჰაკერებმა შექმნეს კიდევ სამი ყალბი დომეინი, რომლებსაც უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ის სენატს ეკუთვნოდნენ. მაიკროსოფტი ამ ჰაკერულ ჯგუფს უწოდებს Strontium-ს, სხვები მას მოიხსენიებენ სახელებით Fancy Bear ან APT28. აშშ-ის საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებისგან გამომდინარე ბრალდებით ჰაკერები დაკავშირებული არიან რუსეთის მთავარ უშიშროების სამსახურთან, გრუ-სთან და მათ ასევე კავშირი აქვთ 2016 წელს განხორციელებულ ჰაკერულ შეღწევასთან დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ელექტრონულ წერილებთან. "spear-phishing"-ის სახელით ცნობილი თავდასხმის დროს რუსი ჰაკერების მიერ შექმნილი ყალბი ვებსაიტები სამიზნე მსხვერპლს არწმუნებენ გადავიდნენ გვერდებზე, რომლებიც იწვევს მათ კომპიუტერებში შეღწევას, ჩუმ თვალთვალს და მონაცემების მოპარვას. მაიკროსოფტის პრეზიდენტის, ბრად სმიტის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ ჰაკერებმა წარმატებით შეძლეს შეღწევა ორიდან რომელიმე ანალიტიკურ ცენტრში. კრემლი უარყოფს ცნობებს, რომ ამ ინციდებტებში რუსეთის მთავრობა მონაწილეობდა და ან რომ მას ჰაკერებთან აქვს კავშირი.