თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია შეიცვლება
თბილისის მერია საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციის შეცვლას გეგმავს-ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი შეფასებით, დედაქალაქში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ცუდია როგორც ვიზუალურად, ისე პრაქტიკულად და მისი შეცვლაა საჭირო.
„საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია და აქაც ჩავრთოთ არქიტექტორები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ ისეთი პროექტები შევიმუშავოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი იქნება და ასვლა-ჩასვლაც მოსახერხებელი. დღეის მდგომარეობით ასევე შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია.“-აღნიშნა კახა კალაძემ.