„ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხადრაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც „ქართულ ოცნებაშია“, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ“ - განაცხადა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადების კომენტირებისას.
მამუკა ბახტაძემ 21 აგვისტოს აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია-უარი თქვას საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ არჩევნებში თავისივე კანდიდატით მიიღოს მონაწილეობა.