ბანერი ბათუმში: "მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული"
ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" აქტივისტებმა შენობაზე ბანერები გადმოკიდეს გზავნილით: "მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული". აქტივისტების განმარტებით, ბანერი ტურისტულ ცენტრში, ინგლისურ ენაზე გამოფინეს, რათა ტურისტებისთვის მათი გზავნილი გასაგები იყოს. მთელი ღამის განმავლობაში მათ ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ათასი სტიკეტი გააკრეს წარწერით "რუსეთი ოკუპანტია", თუმცა, სამართალდამცავებმა ყველა სტიკერი ჩამოხსნეს.