ვლადიმირ პუტინმა ანატოლი ბიბილოვი კრემლში მიიღო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ იუბილე მიულოცა.“ამ კვირას 10 წელი გახდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა... ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს თუ რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, რესპუბლიკა ვითარდება. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება და მას ეკონომიკურად დავეხმაროთ“-განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომლის თანახმად ბარიერებისა და სირთულეების მიუხედავად „რესპუბლიკა“ ვითარდება. „რესპუბლიკის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის“ ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა.